ენერგოეფექტური ავტობუსები

18 მარტი 2017, 00:00 1940 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა პროექტებზე, რომელთაც, ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  მიმდინარე და სამომავლო ენერგოეფექტურ პროექტებზე. შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების საკითხზე. კერძოდ, ბათუმში ელექტროავტობუსების შეძენის შესაძლებლობასა და ევროკავშირის საგრანტო კომპონენტის თანამონაწილეობაზე.

ამავე კატეგორიაში