გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესია ჟენევაში

27 თებერვალი 2024, 11:50 480 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2022-30 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და ქართული მხარის ძალისხმევაზე, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის უფლებების დაცვის მიმართულებით.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზეც.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, უმაღლეს კომისრებთან და კოლეგა მინისტრებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში