ერგეში სოციალური სახლი აშენდება 

27 თებერვალი 2024, 14:18 657 ნახვა

ხელვაჩაურში კიდევ ერთი ე.წ სოციალური სახლი აშენდება. 121 ბინიან კორპუსს მერია სოფელ ერგეში, სკოლასთან ახლოს ააშენებს. ბინებით პროგრამის შესაბამისად ეკო მიგრანტები დაკმაყოფილდებიან.

სოციალური სახლის მშენებლობას დღეს მხარი დაუჭირეს საკრებულოს სხდომაზე. კორპუსის მშენებლობა მალე დაიწყება და 3 წელიწადში დასრულდება.

პროექტის ბიუჯეტი 15 მილიონი ლარია. პარალელურად მიმდინარეობს კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა სოფელ კაპრეშუმში, სადაც ასევე ეკომიგრანტები იცხოვრებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში