აშშ-ის ელჩის ანგარიში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე

28 თებერვალი 2024, 14:18 463 ნახვა

აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და ქართულ-ამერიკულ სტრატეგიული პარტნიორობა - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც საქართველოში აშშ-ს ელჩმა ყურადღება გაამახვილა, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

დიპლომატმა გამოსვლა  პრეზიდენტ ბაიდენის  განცხადებით დაიწყო, რომელმაც  თქვა, რომ  ამერიკა იმუშავებს  პარტნიორებთნ და  მოკავშირეებთან,  ვინც იზიარებს მათ ინტერესებს.     

თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდამავალ ეტაპზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ათწუთიანი გამოსვლის  დროს შეეხო სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებსაც და განაცხადა, რომ გასულ წელს ქვეყნებს შორის რეკორდულად გაიზრდა სავაჭრო ბრუნვა,  თუმცა მოცემულობას დიპლომატი ამას  საკმარისად არ მიიჩნევს.  

საქართველო-აშშ-ის შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე როდისმე - განაცხადა დანიგანმა.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში