ქედაში 118 ოჯახი განსახლებას საჭიროებს 

28 თებერვალი 2024, 15:02 910 ნახვა

ქედაში 118 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება. ასეთია 6-7 თებერვალს განვითარებული სტიქიის შედეგები. გეოლოგების რეკომენდაციით, 45 საცხოვრებელთან მეწყერსაწინააღმდეგო კედლის და სანიაღვრე არხების მოწყობაა რეკომენდებული.

გეოლოგები რეკომენდაციებზე მუშაობას აგრძელებენ. მოსამზადებელია 20-მდე ოჯახის გეოლოგიური დასკვნა.

როგორც ქედის მერის პირველი მოადგილე განმარტავს, მერია ეტაპობრივად ახორციელებს შესაბამისს პროცედურებს.

118 ოჯახი ამ დროისთვის ქირითაა გაყვანილი. ეს ოჯახები ადგილმონაცვლეობის სახელმწიფო ბაზაში ჩაერთვებიან და კომპენსაციის სახით 50 000 ლარს მიიღებენ.

რაც შეეხება ფერდსამაგრი კედლების მშენებლობას, ამ დროისთვის საპროექტო დოკუმენტაციები მზადდება.

მერიის ინფორმაციით, ზარალის შესწავლას აგრძელებს სტიქიის შემსწავლელი კომისია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში