დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა

18 მარტი 2017, 00:00 2560 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 8 მოქალაქე დააკავა. დაკავებულები მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ციალა ქათამიძის თქმით, ისინი აცხადებენ, რომ დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ ერთი დაკავებული ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის, დაკავებულებს იზოლატორიდან სასამართლოში დღის ბოლომდე ან ხვალ გადაიყვანენ.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის  მე-2 ნაწილით და  353-ე  პრიმა მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით მიმდინარეობს. რაც მასობრივ არეულობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ასევე პოლიციელზე და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში