შუახევის საკრებულოს სხდომა

29 თებერვალი 2024, 18:09 639 ნახვა

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.მერმა, ძირითადი აქცენტი ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ღონისძიებებსა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე გაამახვილა და 2024 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები დააანონსა.2023 წელს დაიგეგმა 8 392 000 ლარის ინფრასტრუქტურული ღონისძიება და განხორციელდა 154 პროექტი. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, ომარ ტაკიძის 2023 წლის მუშაობის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში