შსს ვიდეომასალას ავრცელებს

18 მარტი 2017, 00:00 4213 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 8 მოქალაქე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის წარდგენისთვის სამართალდამცავებს დაკავებიდან 24 საათი აქვთ, ბრალის წარდგენიდან 48 საათში კი პოლიციამ ოქმი სასამართლოში უნდა წარადგინოს, რა დროსაც მოსამართლე ბრალდების, ანუ პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაოს, ან პატიმრობას შეუფარდებს.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში