აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროგრამების პრეზენტაცია 

01 მარტი 2024, 17:52 654 ნახვა

საოჯახო მეურნეობისა და სოფლად მეწარმეობის განვითარებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს 32 მილიონ ლარიანი ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

უწყების პროგრამები და ქვეპროგრამები დღეს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს. ინფორმაცია მათ მინისტრმა მიაწოდა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს სულ 16 პროგრამას განახორციელებს, რომლის მიზანი  რეგიონში მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაა.

ამ მიზნით ისევე როგორც გასულ წლებში აჭარის მოსახლეობას სახნავ-სათეს ფართობებს უფასოდ დაუმუშავებენ. ასეთი რეგიონში სულ 2170 ჰექტარი მიწის ფართობია.

აჭარაში მოქმედი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს სამინისტრო სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში