ახალი მეწყრული კერა

19 მარტი 2017, 00:00 2379 ნახვა

მახალაკიძეებში ახალი მეწყრული კერა გააქტიურდა, რამაც საფრთხე ავთანდილ მახარაძის ექვს წევრიან ოჯახს შეუქმნა. აქ მცხოვრებლები სოფლიდან განსახლებას მოითხოვენ. მოსახლეობის მტკიცებით გვირაბის გაყვანის შედეგად საცხოვრებელი სახლები იშლება. ადგილობრივები ჰესების მშენებლობის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას და ადეკვატურ კომპენსაციებს მოითხოვენ. შუახევის გამგებლის მოადგილის, ზვიად დიასამიძის განცხადებით მახალაკიძეებში მცხოვრებთა მდგომარეობა უკვე შესწავლილია. მოსახლეობის ნაწილს კომპენსაცია მიღებული აქვს, დარჩენილ ოჯახებთან მოლაპარაკება გრძელდება. რაც შეეხება დამეწყრილ ტერიტორიას, აღნიშნულ ლოკაციაზე ფერდსამაგრი სამუშაოები ჩატარდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში