სოფელ ლეღვაში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლის მეორე სართული დაიწვა

01 მარტი 2024, 20:01 1781 ნახვა

სოფელ ლეღვაში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლის მეორე სართული დაიწვა, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ავეჯი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის კერების ქრობის პროცესი.

როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ხანძრის კერების ნაწილი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მცირე კერების ლიკვიდაცია.

გავრცელებული ინფორმაციით გეგიძეების ოჯახის უფროს მამაკაცს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდა, რადგან მას მძიმე ემოციური მდგომარეობა ჰქონდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და შსს პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

გეგიძეების ოჯახის მდგომარეობის შესახებ ქობულეთის მერია ინფორმირებულია, თუმცა რა სახის დახმარება გაეწევა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს უცნობია. მათ საკითხს სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაზე განიხილავენ.

სოფელ ლეღვაში, მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ დაშავებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კლინიკაში გადაიყვანეს, რომელსაც პირველადი დახმარება უტარდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში