ხულოს საფეხბურთო კლუბმა ,,ხიხანმა“ სამწვრთნელო პროცესი განაახლა

02 მარტი 2024, 10:18 851 ნახვა
00:00
00:00

ხულოს საფეხბურთო კლუბმა ,,ხიხანმა“ სამწვრთნელო პროცესი განაახლა. საფეხბურთო კლუბში გაწევრიანებულია 100-მდე ბავშვი. სამწვრთნელო პროცესი ტარდება, როგორც დაბის ცენტრალურ მოედანზე, ასევე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში.

სპორტსმენები უზრუნველყოფილი არიან ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით და სამედიცინო მომსახურებით. სპორტის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით, მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

მიმდინარე წელს, დაბა ხულოში დაიწყება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნისა და სპორტდარბაზის მშენებლობა.

ასევე, დაგეგმილია სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია იაკობაძეებში, წაბლიანში, გელაურაში, ვაშლოვანის მთაში, მთა თეთრობსა და კურორტ ბეშუმში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში