საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ვაკანტურია

02 მარტი 2024, 12:04 423 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ვაკანტურია - ახლა მთავარი კითხვაა, ვინ იქნება ზურაბ აზარაშვილის ადგილმონაცვლე, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია, „ქართული ოცნების“ გუნდი მსჯელობს.

დიდი ალბათობით, ირაკლი კობახიძე კვირის დასაწყისში წარადგენს ახალ ჯანდაცვის მინისტრს, თუმცა ვისზე შეაჩერებს არჩევანს, ამ საკითხზე საუბარი მმართველ გუნდში ჯერ უჭირთ. მთავრობის მეთაურს არ დაუმალავს, რომ მინისტრის თანამდებობა მის პოლიტიკას შეეწირა. 

ვაკანტურია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიც. რევაზ ჯაველიძე პრემიერმა პოსტიდან გუშინ გაათავისუფლა.

გუშინვე თანამდებობის დატოვება მოუწია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში