დაზიანებული ინფრასტრუქტურა

19 მარტი 2017, 00:00 2456 ნახვა

სოფელ კვირიკეში, სოციალურ სახლი, რომელშიც ხელისუფლებამ ეკომიგრანტები 2 თვის წინ შეასახლა, უკვე დაზიანებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის დროს  სახლში წყალი ჩადის. ამის შესახებ განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  ქობულეთის ორგანიზაციის წევრმა, ბონდო თედორაძემ გაავრცელა. ქობულეთის გამგებლის თქმით, გამგეობა სახლის ეზოს მოსაწესრიგებლად და ფერდსამაგრი კედლის გასაკეთებლად თანხებს ბიუჯეტის ცვლილებისას გამოყოფს. რაც შეეხება სახლის რემონტს, ამის გაკეთება ადგილობრივებს საკუთარი ხარჯებით მოუწევთ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში