დარღვევები სანდასუფთავების სამსახურში - ენმ-ის ბრიფინგი აუდიტის დასკვნაზე

04 მარტი 2024, 10:54 612 ნახვა

2021-22 წლების სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის წევრი. რეზო ხარაზის თქმით, ბათუმის  სანდასუფთავების სამსახურში დარღვევებია იმ ფონზე, როცა თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ, ხელფასი არ გაზრდიათ.  

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საჯარო სამსახურში დასაქმებული ჰყავთ პარტიული აქტივი, რომელთა ანაზღაურებაც მეტია, საქმიანობა კი ნაკლები.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრს აინტერესებს, რატომ შეიძინა აღნიშნული დაწესებულების ბიუჯეტით ქალაქის მერმა ახალი ავტომობილი და რატომ არ ექცევა დასაქმებულებს სათანადო ყურადღება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში