ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე საარჩევნო ნომერი დააანონსა

05 მარტი 2024, 10:18 392 ნახვა

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე საარჩევნო ნომერი დააანონსა. როგორც სოციალურ ქსელში წერს, მისი გუნდი არჩევნებზე 4 ნომრით წარდგება.

„მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – წერს ნიკა მელია.

საარჩევნო ნომერი 4 მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში