რუსეთში ღვინის იმპორტზე აქციზი 3-ჯერ იზრდება

05 მარტი 2024, 20:08 2302 ნახვა

მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზრდება. ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

''ტასის'' ცნობით, შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი გასული წლის ნოემბერში მოაწერა.

რუსეთის მხრიდან ღვინის იმპორტზე გადასახადის მოსალოდნელ გაძვირებას საქართველოში ეხმაურებიან. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში