პრემიერისა და მმართველი გუნდის შეხვედრა

19 მარტი 2017, 00:00 2125 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება. შეხვედრა კაჭრეთში, არაფორმალურ გარემოში დღის 12 საათიდან მიმდინარეობს და მედიისთვის დახურულია. უმრავლესობის წევრების თქმით, შეხვედრა ტრადიციულია და საკორდინაციოდ იმართება. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ისაუბრეს საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით, განიხილეს როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის არჩევის წესი, ჩუგოშვილი შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. 

ამავე კატეგორიაში