ჩემსა და კობახიძის შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს - ღარიბაშვილი

09 მარტი 2024, 18:02 471 ნახვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებას უარყოფს. ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ აღმართული ღობის მოხსნასთან დაკავშირებულ კითხვას არასერიოზულ თემას უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე განმარტებას ირაკლი კობახიძე გააკეთებს.

პრემიერ-მინისტრის მითითებით მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღმართული გისოსები მოანგრიეს.

ყოფილი პრემიერი განმარტავს, რომ გისოსების აღმართვის მთავარი მიზანი უსაფრთხოება იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში