ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში და საქართველოს პროკურატურის განცხადება - შეფასებები

12 მარტი 2024, 11:16 412 ნახვა

პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.   უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

რაც შეეხება პოლიტიკოსების განცხადებებსა და განწყობებს, ოპოზიციის რწმუნებით  საქართველოს ხელისუფლება ბელგიასა და გერმანიას ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.    ოპოზიციის ერთი ნაწილი ქართულ ოცნებას ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტის ნაცვლად, ქვეყანაში არსებულ ყოფით პრობლემებზე კონცენტრირებას ურჩევს. 

მიუღებელი და გაუგებარია ოფიციალურ შეხვედრებში ყოფილი გენერალური პროკურორის მონაწილეობა, საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომელიც პარტნიორებისგან შესაბამის რეაგირების მოლოდინშია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში