ირაკლი კობახიძე გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

13 მარტი 2024, 10:26 403 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის როლს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების კუთხით.

აღინიშნა ასევე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარკ კლეიტონს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში