აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა - კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის

13 მარტი 2024, 12:04 455 ნახვა

ამერიკამ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. და რატომ უთხრეს  წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანს  უარი და რატომ არ აძლევს მას ამერიკა ვიზას? 

მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო,  კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა საჩივარიც,  რომლითაც  ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს  საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის  მუხლს დაეყრდნო, რომელიც ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში