მიხეილ სარჯველაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

13 მარტი 2024, 14:03 430 ნახვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიხეილ სარჯველაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. 

გადაწყვეტილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როცა  მიხეილ სარჯველაძე   ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. 

მიხეილ სარჯველაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში