5 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება

13 მარტი 2024, 14:00 463 ნახვა

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას ურჩევს   დროულად   აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული. ხაზს უსვამენ კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმის , ე.წ-ლი ვეტინგის სისტემის  შემოღებას. სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ  „ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

ამ მექანიზმის შექმნის წინააღმდეგი  ის მოსამართლეები არიან, რომელთა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებითაც   კითხვები არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის  უზენაესი სასამართლოს ის   არგუმენტი,   რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დამატებით შემოწმებას არ საჭიროებენ, რადგან მოსამართლეების კეთილსინდისიერება თანამდებობაზე არჩევის პროცესში უკვე გადამოწმდა, საფუძველს მოკლებულია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში