საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ კოლეგას შეხვდა

13 მარტი 2024, 18:20 389 ნახვა

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. სამინისტროს ცნობით, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში