რეზო ხარაზი ხელისუფლებას მიმართავს

14 მარტი 2024, 11:01 471 ნახვა

უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური ფონის მთავარი გამომწვევი მიზეზი გაზრდილი უმუშევრობაა - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გააკეთა.

რეზო ხარაზის თქმით, ბათუმელების დიდი ნაწილი ემიგრაციაშია, ამ ფონზე კი ადგილობრივი ჩინოვნიკები ყოველწლიურად იზრდიან ხელფასებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს,  ასევე ასაქმებენ პარტიულ აქტივს.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიმართავს მთავრობას, გამოაქვეყნონ სტატისტიკა, სად და რამდენი მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბათუმში. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში