ცესკო-სთან დაკავშირებით შექმნილია ერთგვარი ჩიხი და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ამ ჩიხიდან გამოსვლას ემსახურება - ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2024, 19:04 451 ნახვა

ცესკოში შექმნილია ერთგვარი ჩიხი. კანონპროექტი, რომელიც მივიღეთ და რომელსაც შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ემსახურება სწორედ ამ ჩიხის დაძლევას. აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ასეთი მდგომარეობით არ ივარგებს არჩევნების ჩატარება. შეიძლება, მხოლოდ ოპოზიციას სურდეს ასეთი მდგომარეობით არჩევნების ჩატარება. ჩვენი მიზანია ამ ჩიხის დაძლევა და ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ უნდა დარჩეს ცესკო-ში ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იქნას დაძლეული და აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იქნას დაძლეული“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში