სახმელეთო სააგენტოს განცხადება

15 მარტი 2024, 14:04 1452 ნახვა

„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან“ შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

სააგენტოს ცნობით, შეზღუდული ტიპის ნებართვა სააგენტოს მომსახურეობის ოფისებიდან გაიცემა განმცხადებელზე, რომელსაც 2023 -2024 წლის განმავლობაში მიღებული აქვს თურქეთის, რუსეთის ან ყაზახეთის მიერ გადმოცემული მინიმუმ ერთი ერთეული „მესამე ქვეყნაში ან ქვეყნიდან“ ტიპის ნებართვა. 

უწყების განმარტებით, ნებართვების გაცემა მოხდება განაცხადების საფუძველზე შედგენილი სიების და გრაფიკის მიხედვით, რათა სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში გადატვირთვის გარეშე შეძლონ საქმიანობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში