იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა

16 მარტი 2024, 11:34 406 ნახვა

17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ, ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

თბილისში იენს სტოლტენბერგი, 18 მარტს, აზერბაიჯანიდან ჩამოვა. იგი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი და ირაკლი კობახიძე, ვიზიტის ფარგლებში, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

იენს სტოლტენბერგი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში