პრემიერის ვიზიტი ბაქოში

16 მარტი 2024, 18:01 382 ნახვა

,,ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი, ერთობლივი პროექტები კი  ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში ძალიან კრიტიკული მნიშვნელობისაა  ბევრი ქვეყნისთვის“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკნოფერენციაზე.

ილჰამ ალიევმა ისევე როგორც ირაკლი კობახიძემ, ყურადღება გაამახვილა როგორც მიმდინარე ასევე დაგეგმილ პროექტებზე. თქვა რომ ამ მიმართულებით  ქვეყნები  დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ და ტრანსპორტირების სფეროში ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი.   

რაც შეეხება ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, ეს  პროექტი ორ თვეში დასრულდება.   

ახალ პროექტებს შორისაა ასევე მწვანე ენერგეტიკის პროექტიც, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებთან ერთად არიან  ჩართულნი.   

პრემიერ-მინისტრმა კი   აზერბაიჯანის   პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ  ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა ორ სახელმწიფოს შორის  მაღალი დონის   პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას  გაუსვა ხაზი.

აღნიშნა, რომ  ეს დინამიკა, კიდევ უფრო გაღრმავდება. პრემიერის თქმით აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა  გლობალურ პოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროცესებზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში