პრეზიდენტის შეხვედრა ემიგრანტებთან

17 მარტი 2024, 12:00 470 ნახვა

,,ეს წელი, მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის“ - ასე მიმართა დიასპორას ონლაინ შეხვედრაზე პრეზიდენტმა და მათ ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურობისკენ მოუწოდა. 

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ  თუ 10% მაინც შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას ეს მაღალ აქტივობაში ჩაითვლება.

ამასთან მან ხაზი გაუსვა უცხოეთში კომისიების დაკომპლექტების წესს და განაცხადა, რომ მანკიერი ფორმა უნდა დასრულდეს, და რომ საელჩოს  თანამშრომლებმა ან და მათი ოჯახის წევრებმა არ უნდა დააკომპლექტოს საარჩევნო კომისია, ზურაბიშვილის აზრით  უცხოეთში მყოფმა ქართველებმა დღეიდან უნდა დაიწყონ მუშაობა, რომ გაიხსნას დამატებითი უბნები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში