ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შერჩევისა და სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების პროცესი მიმდინარეობს - ლევან დავითაშვილი

19 მარტი 2024, 14:26 436 ნახვა

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების გეგმაზომიერი პროცესი მიმდინარეობს, რათა პორტის პროექტი უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო საქმეში პარტნიორის შერჩევის პროცესი, რომელიც მალე დაიწყებს სამუშაოებს.

გასულ წელს ეს გეგმა ჩვენ დეტალურად გავაცანით საზოგადოებას. ასე რომ, აქ არანაირი სიურპრიზი, გაუთვალისწინებელი არაფერი მომხდარა. მივყვებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და იმ გეგმას, რომელიც დავსახეთ პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე. პარალელურად მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შესარჩევად წინადადებების დაზუსტების ეტაპი, რომელიც ფინალურ ეტაპზეა. ჩვენ ინტენსიური დიალოგი გვაქვს ორივე პრეტენდენტთან, რადგან ბევრი ტექნიკური დეტალი ზუსტდება. შერჩევის პროცესი მიდის გეგმაზომიერად,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში