ხვალ უმაღლეს საბჭოში სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენენ

20 მარტი 2024, 14:59 473 ნახვა

ხვალ უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათი გაიმართება. წლის ანგარიშით სოფლის მეურნეობის მინისტრი წარსდგება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის რეგისტრირებულ პეტიციაზე, რომელიც რეაგირებისთვის ბათუმის მერიას გადაეგზავნება.

ასევე ისაუბრეს აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მოსწავლეთა მასობრივ სპორტში ჩართულობის შესახებ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ასევე საკანონმდებლო ცვლილებებსა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაწეული საქმიანობის ანგარიშებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში