სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიში უმაღლეს საბჭოში

21 მარტი 2024, 18:06 474 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაზა შავაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს, ზაზა შავაძემ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტზე გააკეთა მინისტრმა აქცენტი და აღნიშნა, რომ უწყების ბიუჯეტი 32 მილიონ 14 ათას 578 ლარით განისაზღვრა და ის წინა წელთან შედარებით დაახლოებით 3 მილიონი ლარით გაიზარდა, რომელიც 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას მოიცავს. სხდომაზე ასევე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, დეპუტატებს ჰქონდათ შეკითხვები მინისტრთან პროექტებთან და პროგრამებთან დაკავშირებით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში