ევროპული საბჭო საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს

22 მარტი 2024, 11:01 393 ნახვა

ევროპულმა საბჭომ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ორდღიანი სამიტის პირველი სამუშაო დღის ბოლოს გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც რამდენიმე საკითხს, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებას ეხება. ევროპული საბჭო საქართველოს მოუწოდებს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ.

საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და მოლაპარაკებების დასაწყებად შესასრულებელი აქვს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტი.

ევროპული საბჭო იწვევს კომისიას, მოამზადოს მოლაპარაკებების ჩარჩო, მისი მიღების მიზნით იმ მომენტში, როდესაც გადაიდგმება ყველა შესაბამისი ნაბიჯი, რომელიც მითითებულია კომისიის 2022 წლის 12 ოქტომბრის რეკომენდაციაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში