ნორდიკულ-ბალტიური რვიანი პარლამენტში

21 მარტი 2017, 00:00 2371 ნახვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები შეხვედრებს მართავენ. აუდიენცია ირაკლი კობახიძესთან უკვე შედგა. ეს არის დელეგაციის ვიზიტის მეორე დღე, გუშინ ისინი იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან, დღეს კი პარლამენტში ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეებთან შეხვედრებია დაგეგმილი. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებაა. მოგვიანებით დელეგაცია პრემიერ მინისტრს შეხვდება, უკვე დღის ბოლოს კი - პრეზიდენტს.

ამავე კატეგორიაში