თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ - პაპუაშვილი

22 მარტი 2024, 12:12 462 ნახვა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ამას თავად გააკეთებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ცვლილების მიზანია, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო.

„რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იცით, რომ ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე  ზურაბიშვილი არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არა უშავს, თუ ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას და ამოქმედდება ცვლილება, რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენ ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით სხვა საკითხებთან ერთად. რაც შეეხება სასამართლოს ნაწილში ცვლილებებს, აქაც პირველი მოსმენით მიღებულია პროექტი და მეორე, მესამე მოსმენითაც მივიღებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში