ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მინისტერიალი

21 მარტი 2017, 00:00 2192 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. ხვალ მიხეილ ჯანელიძე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ჯანელიძის განცხადებით, მინისტერიალზე ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. საგარეო საქმეთა მინისტრები სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციებს შეაფასებენ და საერთო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ. 

ამავე კატეგორიაში