პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა

23 მარტი 2024, 10:38 473 ნახვა

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მის მუშაობაში, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი მონაწილეობენ.

"საბჭოს შემადგენლობის გაფართოება, გააუმჯობესებს კოორდინაციას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, ყველა აუცილებელი მხარის მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

 

საბჭომ, რომელიც განახლებული ფორმატით პირველად შეიკრიბა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიმდინარე წელს არსებული პროგრესი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესი განიხილა. საბჭოს წევრებმა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და საინვესტიციო ინიციატივებზეც იმსჯელეს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, ასევე, შეთანხმდა გარკვეული სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც შემდგომში საკანონმდებლო ინიციატივებში აისახება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში