პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება

23 მარტი 2024, 10:02 364 ნახვა

თავდაცვის უწყების პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე  პროექტ „ჩვენი ჯარის მნიშვნელობაზე ესაუბრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.

უწყების მოწოდებული ინფორმაციით, სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ალტერნატიულ ვადებზე, ჯარისკაცის მოვალეობებისა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში