საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პრესკონფერენცია

25 მარტი 2024, 14:55 468 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მოგვიანებით, საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

"დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს, კოლეგას გადავუხადე მადლობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელით დავუდასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვუერთდები პრემიერ- მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენ ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას ერევანში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დალაგებას ხელი შეუწყოს.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენ ურთიერთობებში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში