შეხვედრა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან

26 მარტი 2024, 11:08 444 ნახვა

შეხვედრა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებების (DRG) დაფინანსების სისტემას, სექტორში არსებულ რეგულირების მექანიზმებსა და სტანდარტებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა სამუშაო ფორმატში გაგრძელდება.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას მნიშვნელოვანი როლი უკავია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში