ხმაური საკრებულოს სხდომაზე

26 მარტი 2024, 15:08 657 ნახვა

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. გახარიას პარტიის წარმომადგენელი მმართველი გუნდის წევრებს დაუპირისპირდა. დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიძაბა ვითარება, რაც სამშენებლო ნებართვებსა და საკითხებზე საუბრობდა მომხსენებელი.

ოპოზიციონერ დეპუტატს აინტერესებდა პროექტი ითვალისწინებდა თუ არა საპარკინგე სივრცეების მოწყობას, ვინაიდან სწორედ მმართველი გუნდი დაადანაშაულა ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ქალაქში.

სხდომათა დარბაზში ისმოდა უცენზურო მიმართვები და სიტყვიერი მუქარა. მხარეებს საკითხზე განმარტებები არ გაუკეთებიათ.

ჟურნალისტების შეკითხვებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში