წყლის სისტემების მშენებლობა 1-ელ მაისში 

27 მარტი 2024, 20:08 695 ნახვა

ქედის მერის პირველმა მოადგილემ, სოფელ პირველ მაისში წყლის სისტემის მშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს ტენტერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, სადაც ადგილობრივებიც არიან დასაქმებულები.

პროექტის მიხედვით მოეწყობა წყლის მილები, წყალშემკრები და გამანაწილებელი ავზები.

ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგებით 10 ოჯახი, საჯარო სკოლა, ბაგა-ბაღი და ამბულატორია ისარგებლებენ.

სამუშაოებისთვის 162 049 ლარია გათვალისწინებული.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს სოფელ წონიარისში და ძენწმანში მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ავზების მშენებლობა განხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 684 099 ლარია გამოყოფილი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში