ქობულეთის ყოფილი კომისარიატის შენობა გაიყიდა - განხილვა საკრებულოს სხდომაზე

28 მარტი 2024, 14:05 593 ნახვა

ქობულეთის  საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში  განიხილეს. სხდომაზე ყველაზე მეტი შეკითხვა თავისუფლების ქუჩაზე ყოფილი კომისარიატის შენობის გასხვისებასა და მის ადგილას მრავალფუნქციური 11-სართულიანი შენობის პროექტის დამტკიცების საკითხზე დაისვა.

ოპოზიცია ამბობს, რომ მშენებლობა ქალაქს იერსახეს უკარგავს, მათი თქმით, ქობულეთი  "ქვის ჯუნგლებს" დაემსგავსება.

ოპოზიციას საკრებულოს თავმჯდომარემ მოუწოდა, რომ ინვესტიციების და ქვის შენობების  ნუ შეეშინდებათ.

დავით  მჭედლიშვილის თქმით, მრავალფუნქციურ შენობაში პირველ სამ სართულზე  სამედიცინო  ცენტრი გაიხსნება. შენობის მიმდებარედ მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა საპარკინგე სივრცეებით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში