''წითელი ჯვრის'' აქტივობა მოსწავლეებისთვის

28 მარტი 2024, 14:09 1155 ნახვა

საქართველოს ''წითელი ჯვრისა'' და ქედის საჯარო სკოლის ,,ეკო კლუბი“-ს ორგანიზებით მოსწავლეებისთვის ჩატარდა აქტივობები, რომლებითაც ახალგაზრდები გაეცნენ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების  წესებს.

ასევე თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია, მედიკოსების საქმიანობასა და ამ პროფესიის შესახებ მიიღეს უშუალოდ ექიმ ფრიდონ სირაბიძისგან. 

პროექტის მიზანი ახალგაზრდა თაობისთვის ექიმის პროფესიის გაცნობა, პროფორიენტაცია და პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში