საკრებულოს სხდომა ქედაში

29 მარტი 2024, 14:10 763 ნახვა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები დაამტკიცეს დღეს ქედის საკრებულოს სხდომაზეც.       

31 სოფელში ბეტონის საფარი მოეწყობა, 33 სოფლის მცხოვრებლებმა გარეგანათების ქსელის გაფართოება მოითხოვეს, ორ სოფელში წისქვილის რეაბილიტაცია,  სხვაგან კი     სასაფლაოს შემოღობვა და ერთ სოფელში სანიაღვრე არხები მოეწყობა.

სხდომაზევე მერიის რამდენიმე სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში