„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მოსამართლეებს

31 მარტი 2024, 15:08 452 ნახვა

სასამართლო და მოსამართლეების საქმიანობა - დღეს კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი - თემაზე კითხვები მმართველი გუნდის წევრებს დაუსვეს.

პრემიერი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა, ირაკლი კოხაბიძის თქმით მაშინ სასამართლო სისტემა იყო უცხოური გავლენის აგენტების ხელში, და ეს ინსტიტუტი გამოიყენებოდა, როგორც ადამიანების ჩაგვრის ელემენტი, მისივე თქმით დღეს ეს ადამიანები აწარმოებენ კამპანიას იმ სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც ფუნდამენტურად გარდაიქმნა 2012 წლის შემდეგ.

პარტიის თავმჯდომარემ კი კომენტარი ვეტინგის სისტემაზე გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე შემოწმებას არ დაუშვებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში