ლგბტ პროპაგანდა არის ზღვარგადასული, თავმოყვარე, ძლიერი, ამაყი ერი ვართ, უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა - ირაკლი ღარიბაშვილი

31 მარტი 2024, 16:09 484 ნახვა

ლგბტ პროპაგანდა არის ზღვარგადასული, თავმოყვარე, ძლიერი, ამაყი ერი ვართ, უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ლგბტ პროპაგანდა დღეს პრობლემაა. შეიძლება, ვიღაცამ მკითხოს, ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. რატომ არ ხდება? ყველგან ხდება. დღეს არ ხდება, ხვალ შეიძლება მოხდეს. 10 წლის წინ, გუნდმა ერთი მხრივ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეორე მხრივ წარვადგინეთ ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ქორწინების დეფინიცია, რაც მოგვიანებით მოხდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მთელს ევროპას მოეფინებოდა, თითქმის ორგანიზებულად მიიღეს, დააკანონეს ერთსქესიანი ქორწინება. მაშინ არ იყო ეს აქტუალური. მახსოვს, მაშინ გამოვიდნენ და თქვეს, რა საჭიროა ქორწინების განსაზღვრა, ისედაც გარკვეულიაო. არ არის გარკვეული, არაფერია გარკვეული. დღეს, რაღაც რომ არის გარკვეული, ხვალ შესაძლოა, შეიცვალოს. ამიტომ საჭიროა, ჩვენი ინტერესების დაცვა. ნუ გერიდებათ, ამაზე საუბარი. ჩვენ გვაქვს უფლება, პატარა, თავმოყვარე, ძლიერი, ამაყი ერი ვართ. უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა. ჩვენი ინტერესის დაცვა არის შემდეგი, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ზღვარგადასული.

 

სამწუხაროა, თუ არ ვცდები, ამერიკაში გამოაცხადეს დღევანდელი დღე ტრანსგენდერის დღედ. კატასტროფა ხდება. სკოლებში, ბაღებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან პატარა ბავშვებს, რომ შეუძლიათ სქესი შეიცვალონ. თქვენ მოგწონთ ეს? გვარამიას ჰკითხეთ, მოსწონს ეს ტრანსგენდერის შესახებ კამპანია? ამიტომ, აუცილებელია, რომ მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება. ეს თემა უნდა დაიხუროს საზოგადოებაში. ეს არის საფრთხის შემცველი ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლება, მაგრამ, უნდა დავაზღვიოთ გარკვეული რისკები, რომელიც შესაძლოა, მოვიდეს რამდენიმე წლის შემდეგ“,-  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში