პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს

01 აპრილი 2024, 10:10 534 ნახვა

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. საკითხის განხილვა დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდება. ცვლილება მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40 %-იანი საარჩევნო ბარიერის მოხსნას გულისხმობს.

ინიციატივა "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. ამავე ცვლილებით კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად პარტიას უფლება ექნება პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში